საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №435
2010 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ
1. ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის შესაბამისად, თანდართული სქემატური რუკით განსაზღვრულ ტერიტორიას მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი.
2. ქ. თბილისის მერმა უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის გამწვანების, ხე-მცენარეებით გაშენების, დაცვისა და გამოყენების შესახებ.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულება №686 - ვებგვერდი, 02.09.2013წ.
დანართი
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულება №686 - ვებგვერდი, 02.09.2013წ.