"ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-04
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.118.016001
"ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე ხარჯების გეგმა 85000 ლარით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №1173 განკარგულების თანახმად, რომლიდანაც 20000 ლარი გამოიყოს ქ. ონში ვახტანგ    მე-6-ის ქუჩაზე გაბიონის მშენებლობისათვის; 65000 ლარი სოფ. ბარში ხიდებისა და ბოგირის აღდგენისათვის.

2. შემცირდეს სოც. დაცვის სფეროში – სტიქიით დაზარალებულთა დახმარების თანხა 7750 ლარით და გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვისათვის – 3000 ლარი;

ბ) წყალმომარაგებაში ფანტანების მომსახურებისათვის – 2400 ლარი;

გ) გამგეობის ტრანსპორტის ხარჯისათვის – 600 ლარი;

დ) შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისათვის – 900 ლარი;

ე) ასოცირებული საწევრო გადასახადისათვის – 150 ლარი;

ვ) გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი – 700 ლარი.

 3. სოფლის განვითარების პროგრამით სოფ. ღებისთვის გამოყოფილი თანხიდან ამოღებულ იქნეს ტრანსპორტის ხარჯი 3850 ლარი; წყალმომარაგებიდან 1884 ლარი და დაემატოს რელიგიის და სხვა სახის საზოგადოებრივ მომსახურებას 5734 ლარი.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   შ. ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია