ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №32
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. ონი
„ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახანძრო დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობა.
სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურში გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 – მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე