„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
392
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №392

2010 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის „პ“ და „რ“ ქვეპუნქტები.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 9 ივნისიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია