საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

2010 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს ,,საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის  მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 2 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება.

 2.  საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველი პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების  დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია