„საქარ­თვე­ლოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-01-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-10
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
„საქარ­თვე­ლოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1

2008 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვ­ნა და საკურორტო-რეკრეაციული ცენტრის შექ­მნის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება–სატ­ყეო დეპარტამენტის ყოფილი კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის კვარტალ №4-ის ლიტერი №1, 2, 4, 7, 9, საერ­­თო ფართობით – 10 ჰექტარი;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია