საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №387
2010 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის დაარსების შესახებ“ 2010 წლის 31 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.
მ. სააკაშვილი