,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
744
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-03
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №744

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის     (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ გამოეყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯანის სატყეო მეურნეობის გურჯაანის სატყეოს კვარტალი №39 ლიტერი №1 – 4.0 ჰა, ლიტერი №2 – 1.2 ჰა, ლიტერი №3 – 1.0 ჰა, ლიტერი №4-3.0 ჰა, ლიტერი №5 – 1.5 ჰა, საერთო ფართობი – 10,7 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია