საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2005 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სენაკის აეროდრომით სარგებლობის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სენაკის აეროდრომზე შეჩერდეს საჰაერო ხომალდების მიღება, მოძრაობა და გაშვება, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ხომალდებისა და სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი საჰაერო ხომალდებისა.
2. გაეროს წარმომადგენელთა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველსაყოფად:
ა) ნება დაერთოს გაეროს წარმომადგენლობას ისარგებლოს სენაკის აეროდრომით 2006 წლის 1 იანვრამდე;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) დაიწყოს მოლაპარაკება გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან 2006 წლის 1 იანვრიდან წარმომადგენლობისათვის ალტერნატიული აეროდრომის შეთავაზების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №179-სსმIII, №119, 17.10.2005წ., მუხ.1323
3. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №179-სსმIII, №119, 17.10.2005წ., მუხ.1323