,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. თბილისში, წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (20.3 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
743
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-03
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. თბილისში, წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (20.3 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №743

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. თბილისში, წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (20.3 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და სამომლოცველო რეკრეაციული ცენტრის შექმნის მიზნით თბილისის წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდიდან საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის თბილისის ყოფილი სატყეო მეურნეობის შინდისის სატყეოს №3 კვარტალის №№15, 16, 21, 22, 20, 18 უბნების 20.3 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია