„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2010-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-19
სარეგისტრაციო კოდი
220090000.11.004.014870
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.014.870

საქართველოს ეროვნული ბანკის

საბჭოს დადგენილება №7

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების  შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1

„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებით (სსმ III, 15.06.2010 წ., №68, მუხ. 1011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საინვესტიციო დანიშნულების უმაღლესი ხარისხისა და სინჯის 1/10, 1/4, 1/2, 1, 5 და 10 უნცია ოქროს მონეტები, რომელიც მზადდება ერთნაირი დიზაინით.“.

2. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცალკეულ შემთხვევაში, მახასიათებლების შეუცვლელად მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების დამზადებისას გამოშვების წლის და/ან ხელმოწერის ცვლილება შეიძლება არ განხორციელდეს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით.“.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 6 ივლისის №6 დადგენილება.

    მუხლი 3

ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკის ფულის ნიშნებით შეუფერხებლად მომარაგების და ეროვნული ვალუტის მონეტების მარაგების შევსების მიზნით.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საბჭოს თავმჯდომარე    გ. ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია