საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიან

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
239
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2020-10-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №273  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.


მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე‑5 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №273  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური





საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №273  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესსა და პირობებს.

2. ეს წესი, გარდა მე-5 მუხლისა, არ ვრცელდება:

ა) „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 23 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

3. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.

31. (ამოღებულია – 04.04.2014, №273).

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ, შესაბამისად, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციასთან, რემონტთან, დემონტაჟთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №103 - ვებგვერდი, 26.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №273  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო დაწესებულება – აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებსაც სარგებლობაში აქვთ გადაცემული შენობა-ნაგებობები;

ბ) რეკონსტრუქცია – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით;

გ) რემონტი – შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად;

დ) დემონტაჟი – არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა;

ე) ლიკვიდაცია – დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისგან გათავისუფლება;

ვ) (ამოღებულია);

ზ) საინვენტარიზაციო კომისია – საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით განსაზღვრული და სახელმწიფო დაწესებულებებში შექმნილი „საინვენტარიზაციო კომისია“.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №286 - სსმIII, №124, 28.09.2010წ., მუხ.1807


მუხლი 3. სახელმწიფო დაწესებულებებისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო და/ან სარემონტო სამუშაოების ჩატარების წესი
1. სახელმწიფო დაწესებულებებისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების (შემდგომში – შენობა-ნაგებობები) სარემონტო და/ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

2. სახელმწიფო დაწესებულებები შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო და/ან სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ახორციელებენ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო დაწესებულება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.


მუხლი 4. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის წესი
1. შენობა-ნაგებობების დემონტაჟი/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით.

2. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის მართლზომიერებისა და შედეგებისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო დაწესებულება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №286 - სსმIII, №124, 28.09.2010წ., მუხ.1807
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №385 - ვებგვერდი, 17.09.2012წ.

მუხლი 5. შენობა‑ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის/ლიკვიდაციის  შედეგად მიღებული  ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა  და მასალების  (მარაგების) განკარგვის წესი
1. შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  სახელმწიფო დაწესებულება.

2. შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის განხორციელების შედეგად  მისაღები ვარგისი ნაწილებისა  და მასალების (მარაგების) გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება:

ა) აუქციონის წესით;

ბ) სამშენებლო სამუშაოების  შესყიდვისას, თუ  სამშენებლო სამუშაოების  მიმწოდებელს  ქონება  გადაეცემა   მის  მიერ  მიწოდებული სამუშაოების  შესაბამისი ღირებულების სანაცვლოდ.

3. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად  მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვა შეიძლება ასევე განხორციელდეს აუქციონის წესით, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების  ტერიტორიიდან გატანის  პირობით.

4. განკარგვად არ ჩაითვლება ის შემთხვევები, როდესაც გადაცემული ქონება გამოიყენება უწყების დაკვეთით მისაწოდებელ სამშენებლო სამუშაოებში.

5. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განკარგვისას, საწყისი საფასური დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის შესაბამისად, ან აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებასა და დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილების ღირებულებას შორის სხვაობის გათვალისწინებით.

6. სახელმწიფო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) მიერ შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების   შედეგად დარჩენილი ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) აუქციონის წესით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის შედეგად ამონაგები თანხა მიმართულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზემოაღნიშნული თანხით პირველ რიგში იფარება სარემონტო, სარეკონსტრუქციო, დემონტაჟის/ლიკვიდაციის ხარჯები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), დარჩენილი ნაწილი კი მიემართება ბიუჯეტში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №273  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.



კრებსითი — სრული ვერსია