საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №735
2007 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე მწვანე მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4.6 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №201 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.686
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე მწვანე მონასტრის ირგვლივ არსებული ტერიტორია – სულ 4.6 ჰა ფართობი, შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისად:
X Y
359345 4630323
359371 4630335
359403 4630322
359393 4630297
359357 4630413
359359 4630435
359290 4630469
359291 4630468
359536 4630253
359721 4630154
359617 4630115
359721 4630068
359709 4630042
360291 4629364
360268 4629325
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №201 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.686
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №201 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.686