საქართველოს მთავრობის
დადგენილება №123
2005 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესასრულებლად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტიზციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №122 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) დებულების დამტკიცების შესახებ“.
4. დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე.
5. დადგენილება, გარდა პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი