,,საქართველოს საპატრიარქოსათვის თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზედაზნის მონასტრისა და მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 4.9 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
731
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-03
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზედაზნის მონასტრისა და მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 4.9 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №731

2007 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზედაზნის მონასტრისა და მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 4.9 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით თბილისის ეროვნულ პარკში მდებარე ზედაზნის მონასტრისა და მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს თბილისის ეროვნულ პარკში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მდებარე ზედაზნის მონასტრის ეზო, ყოფილი საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის კვარტალი №19 ლიტერი №7 – 0.6 ჰა, მონასტრის მიმდებარე მანქანების სადგომი კვარტალი №20 ლიტერი №2 – 0.1 ჰა, რკინის ჯვარი – კვარტალი №20 ლიტერი №1 – 0.1 ჰა, კავშირგაბმულობის სახლი – კვარტალი №20 ლიტერი №3 – 0.1 ჰა, აგრეთვე მონასტრის მიმდებარე 4.0 ჰა, კერძოდ: კვარტალი №2 ლიტერი №16 – 1.0 ჰა, კვარტალი №20 ლიტერი №1 – 1.0 ჰა, კვარტალი №19 ლიტერი №6 – 0.6 ჰა, ლიტერი №8 – 0.4 ჰა, ლიტერი №9 – 1.0 ჰა, საერთო ფართობი – 4.9 ჰა;

გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია