საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №172
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №280 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №168, მუხ. 1724) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი“.
2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 24 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი