საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
495
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №495

2010 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2010 წლის 11 ივნისს ქ. სტამბოლში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმება და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია