ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 25.17.1199
2010 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის № 17.19.830 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ს აქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შეტანილ იქნეს „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის № 17.19.830 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„51. ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული სხვა იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ჩამოწერა .
ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და მერიის მიერ დაფუძნებული სხვა იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ჩამოწერის პროცესში სააგენტოს წარმომადგენლის მოწვეული სპეციალისტის სახით მონაწილეობა:
ა) თუ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 100 ერთეულს – 50 ლარი;
ბ) 100 ერთეულზე მეტი ძირითადი საშუალების შემთხვევაში „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ყოველ ერთეულზე ემატება 1 ლარი.”;
ბ) წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ორგანიზებული აუქციონის გზით ქ. თბილისის მერიის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ან/და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების ქონების სარგებლობის უფლების შემძენ პირებს.”;
ბ) დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საზღაურის (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით.”.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა