„მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
425
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №425

2010 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 170 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №44, მუხ. 338) დამტკიცებულ მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე.”;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო კომისიის სხდომები მოიწვევა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის პერიოდში საჭიროებისამებრ, აგრეთვე სახელმწიფო კომისიის წევრის წინადადებით.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია