„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
287
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-28
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016018
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება; სხვადასხვა სპეციალიზებული დაწესებულების (დღის ცენტრი, სათემო ორგანიზაცია და სხვ.) სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია