საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
71/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-04
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.014970
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.970

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 71/ ნ

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

2. ძალადაკარგულია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 3 წლის 4 დეკემბრის ბრძანება № 190/ ნ - ვებგვერდი, 04.12.2013წ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარე­ბის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 5

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგ­რამის ფარგლებში, სტუდენტებისათვის სახელმწიფო სას­წავ­ლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათ­ლე­ბისა და მეცნიერების დაფინან­სების შესახებ წინადა­დებათა მომზადება;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილუ­რო­ბისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყო­ფა;

ე) (ამოღებულია - 08.11.11 №181/ნ);

ვ) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგული­რება;

ზ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომ­ზადება;

თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეც­ნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს აკრედი­ტე­ბულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სა­მეც­ნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტო­რინ­გი;

ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქ­ტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

კ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზ­ნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და გან­ვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) საჯარო მოხელეთა გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება);

მ) (ამოღებულია - 08.11.11 №181/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები

    მუხლი 6

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხის-მგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 7

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო-ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

    მუხლი 8

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) სპეციალისტი.

2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით, შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი უფლებამოსილებანი

    მუხლი 9

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო;

ბ) მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის სამმართველო;

გ) უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო;

დ) (ამოღებულია - 08.11.11 №181/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

    მუხლი 10

1. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო:

ა) გეგმავს და ახორციელებს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამებს;

ბ) ორგანიზებას უწევს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგ­რამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სას­წავ­ლო გრანტების გაცემის პროცესს;

გ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილუ­რო­ბისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს;

დ) ამზადებს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების შესახებ წინადადებებს;

ე)  შეიმუშავებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობი პროგრამების შესახებ წინადადებებს;

ვ) ხელს უწყობს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტთა წახალისებას;

ზ) ამზადებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის პროექტს;

თ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული, სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას;

ი) განიხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს სამმართველოში შემოსულ განცხადებებზე/კორესპონდენციებზე. ასრულებს მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის სამმართველო:

ა) სისტემის სრულყოფის მიზნით, ამზადებს წინადადებებს მეცნიერების დაფინან­სების შესახებ;

ბ) ინსტიტუციურად არეგულირებს მეცნიერების განვითარებას;

გ) ახორციელებს სა­მეც­ნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტო­რინ­გს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეც­ნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს აკრედი­ტე­ბულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

დ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქ­ტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავებას;

ე) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზ­ნით, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და გან­ვითარების შესახებ ამზადებს წინადადებებს;

ვ) აწარმოებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო მონაცემების (მისამართის, ვებგვერდის, ბიუჯეტის, ქონების, ხელმძღვანელ პირთა შესახებ ინფორმაცია) სისტემატიზაციას;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების (გეგმების) და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციას;

თ) შეიმუშავებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და ამ გზით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი პროგრამების პროექტებს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ამ პროგრამების განხორციელებას;

ი) მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, გრანტის შედეგების განხილვაში, ეცნობა ინოვაციურ სამეცნიერო სიახლეებს და მათი დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავებს მეცნიერების დაფინან­სების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ წინადა­დებებს;

კ) განიხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს სამმართველოში შემოსულ განცხადებებზე/კორესპონდენციებზე. ასრულებს მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო:

ა) სისტემის სრულყოფის მიზნით, ამზადებს წინადადებებს უმაღლესი განათ­ლე­ბისა და მეცნიერების დაფინან­სების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილუ­რო­ბისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს;

გ) იკვლევს და აანალიზებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, განათლების განვითარების სტრატეგიულ მიზნებთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) მონაწილეობს უმაღლესი განათლების ინსტიტუციონალური ბაზის განვითარებისა და სრულყოფასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მონაწილეობს უმაღლესი განათლების საკითხებზე კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონკურსებსა და სემინარებში;

ე) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოყოფილი სტიპენდიების მოპოვების გზებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების უფლების მოპოვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, კონკრეტული ქვეყნის შესაბამისი ორგანოს ან დიპლომატიური მისიისთვის სტიპენდიის კანდიდატების წარდგენის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოყოფილ სტიპენდიებზე კონკურსის ორგანიზებას;

ვ) შეიმუშავებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობის, მათ შორის, “ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში დაგეგმილი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების განხორციელების შესახებ წინადადებებს და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;

ზ) განიხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს სამმართველოში შემოსულ განცხადებებზე/კორესპონ-დენციებზე. ასრულებს მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. (ამოღებულია - 08.11.11 №181/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 11.11.2011 წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია