„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
482
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის სამსახურის აპარატის უფროსი, ორგანიზებას უწევენ სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ საკურატორო სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სამსახურის აპარატის უფროსი, წარმართავს სამსახურის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია