,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის №653 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
693
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-18
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.08.002.004
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის №653 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №693

2007 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის   №653 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის №653 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №168, მუხ. 1854) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განათლების სფეროში განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ პროგრამებში ან ორგანიზებულ კონკურსებში მოპოვებული წარმატებებისათვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის დაწესდეს წოდება „წარმატებული მასწავლებელი.“.

2. „წარმატებული მასწავლებლის“ წოდებისათვის დაწესდეს სპეციალური ნიშანი, შესაბამისი სიგელი და ერთჯერადი ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს გადაეცემა „წარმატებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების საფუძველზე.

3. გადაწყვეტილებას „წარმატებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

                   საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

         

კრებსითი — სრული ვერსია