„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ვარშავაში 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
685
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-14
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ვარშავაში 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №685

2007 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ ქ. ვარშავაში 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ვარშავაში 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია