„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
632
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-12
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.014951
„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.951

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №632

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2009, №22, მუხ. 281) დამტკიცებული „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის გადამაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია