,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
97
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-02
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.231
,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2005 წლის 1 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტი;

დ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;

თ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ი) პროტოკოლის დეპარტამენტი;

კ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;  

ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

მ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 9 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია