„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-06-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №151

2010 წლის 2 ივნისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკი­ცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნო­ემბრის №206 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხ­ლი 1479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქ­ნეს ცვლი­ლება და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მო­ადგი­ლე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზი­დენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მი­ნისტრი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია