„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
667
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-04
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.004
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №667

2007 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004წ., №54, მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის განყოფილების თანამშრომლებს – ყოველთვიური კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია