„სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დდგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016007
„სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დდგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2010 წლის 15 სექტემბერი

დ. თიანეთი

„სამხედრო აღირცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თიანეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) თავი 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი I

ზოგადი დებულება

ბ) თავი 2. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი II

სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი

გ) თავი 3. სათაური ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

დ) თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. წიკლაური

კრებსითი — სრული ვერსია