საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №646
2007 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების:
ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“;
ა.ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის თანდართული ნუსხა.“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხა“;
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული გრაფა ,,სპეციალური შეიარაღება და ხელსაწყოები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ,,სპეციალური შეიარაღება და ხელსაწყოები |
| 1. სამხედრო დანიშნულების სპეც. ჯავშანჟილეტი (ყველა სახეობა) |
| 2. ჩაფხუტი ,,სშ-68“ ,,კპ-80“ საბრძოლო; (,,CШ-68“ „KP-80“) |
| 3. სპეციალური დანიშნულების ამუნიცია, ინვენტარი და შეიარაღება (საჭიროების მიხედვით) |
| 4. აირწინაღი.“. |
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი