,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
633
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №633

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1” ქვეპუნქტი:

,,ვ1) დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური მუშაობის, განსაკუთრებით საპასუხის-მგებლო ფუნქციური დატვირთვის, საქმიანობის სპეციფიკის ან სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულ დანამატს;”;

ბ) ბრძანებულების 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,49.             იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო პირებს სამსახურის შესრულება უწევთ საყაზარმე პირობებში, მათი სასურსათო უზრუნველყოფა ხორციელდება საერთო წესით. ამასთან, მათ ფულად ანაზღაურებაში გათვალისწინებული კვების საკომპენსაციო თანხიდან დაიქვითება შესაბამისი თანხა საყაზარმე პირობებში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით.”;

გ) ბრძანებულების 52-ე პუნქტში სიტყვები: ,,საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის ან კადრის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ყოველკვარტალურად (წელიწადში ოთხჯერ) ეძლევა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წლიური ოდენობის ერთი მეოთხედის ოდენობით.” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის ან კადრის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით, რომლის გაცემაც ხდება ყოველკვარტა-ლურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია