გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 56
ქ. გარდაბანი
2010 წლის 22 სექტემბერი
,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ 2010 წლის 13 აგვისტოს დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №69- სსმ V, №54. 22.11.2010 წ., მუხ.1617
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 40 დადგენილების ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ მე- 6 ,,გ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში მითითებული რედაქციით .
მუხლი 2
„მუხლი 6. სამსახურის ფუნქციები
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციაა:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;
გ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;
ზ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის წინადადებათა მომზადება;
თ) გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლი, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
ი) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე; ადმინისტრაციული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
კ) სარეზერვო ფონდის შექმნის შესახებ წინადადებების მომზადება;
ლ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
მ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა;
ნ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება..
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე -3 ნაწილით დადგენილი წესით .
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №69- სსმ V, №54. 22.11.2010 წ., მუხ.1617