„სამ­ხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
610
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-05
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.08.002.004
„სამ­ხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №610

2007 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის შესახებ

საქართველოს კანონის ,,სამხედრო ვალდებუ­ლებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დათხოვნილ იქნენ საქარ­თველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერ­ვში სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართვე­ლოს შეიარა­ღებული ძალების რიგებში გაწვეულ იქნენ ,,საქარ­თვე­ლოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალა­ქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულების საფუძ­ველზე და შეუსრულდათ კანონით დადგენილი სამხედ­რო სავალდებულო სამსახურის ვადა 18 თვე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია