„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
606
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-26
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №606

2007 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №42, მუხ. 478) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შენობების, კომუნიკაციების, საოფისე-საყაზარმო ავეჯისა და ინვენტარის ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის წესებს, ასევე იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ეძლევათ უფლება დაამტკიცონ მატერიალური საშუალებების ჩამოწერის აქტები და გასცენ საინსპექტორო მოწმობები;“;

ბ) დებულების 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულების მე-2 პუნქტით, ჩა-მოიწერება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარდგინების საფუძველზე „სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების“ ხელმძღვანელის ბრძანებით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია