საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დმტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
412
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დმტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №412

2010 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დმტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” 2010 წლის 2 ივნისს ქ. ბუქარესტში ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს რუმინეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია