საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №586
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №32, მუხ. 261) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 პუნქტი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლისათვის“ შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი