„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
582
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004.
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №582

2007 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XXI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXI. საქართველოს კონტროლის პალატა

    მუხლი 72. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

ბ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

ე) დეპარტამენტის უფროსი;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი.

    მუხლი 73. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ბ) ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

დ) აპარატის უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსი;

ვ) განყოფილების უფროსი;

ზ) განყოფილების უფროსი – მთავარი ბუღალტერი;

თ) თავმჯდომარის თანაშემწე;

ი) თავმჯდომარის მრჩეველი;

კ) მთავარი კონტროლიორი;

ლ) მთავარი იურისტი;

მ) მთავარი ინსპექტორი;

ნ) პრესმდივანი;

ო) პრეზიდიუმის მდივანი.

    მუხლი 74. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი კონტროლიორი;

ბ) უფროსი იურისტი;

გ) უფროსი ინსპექტორი;

დ) კონტროლიორი;

ე) იურისტი;

ვ) ინსპექტორი;

ზ) მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

თ) მთავარი ეკონომისტი;

ი) მრჩეველი;

კ) თანაშემწე;

ლ) რეფერენტი;

მ) მთავარი სპეციალისტი;

ნ) ბუღალტერი;

ო) ეკონომისტი.

    მუხლი 75. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი სპეციალისტი;

ბ) უფროსი საქმისმწარმოებელი;

გ) სპეციალისტი;

დ) საქმისმწარმოებელი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია