„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
34/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-10
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.022.014588
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.022.014.588

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №34/ნ

2010 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების  სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების  სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ  ბრძანებით (სსმ III, 05.03.2010, №24 მუხ. 369) დამტკიცებული დებულების  მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. GHSEP/FLEX-ის პროგრამებით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამისგან განსხვავებული, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო საგნები,  მოსწავლემ უნდა დაძლიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედგენილი  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად ან ექსტერნატის ფორმით.“

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია