საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №658
2007 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
კ. სურგულაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს კონსტანტინე სურგულაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი