„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/540
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-19
სარეგისტრაციო კოდი
040110030.22.024.014509
„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.014.509

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/540

2010 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის  №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებით (სსმ III, 11.09.2007, №127, მუხ. 1391) დამტკიცებულ სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია