სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
ბ) დებულების 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პროექტების განხორციელება (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა); მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყო-ფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“; გ) დებულების 21-ე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;“. 2. ბრძანებულება, გარდა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალიზებული სამთო მაშველის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე. მ. სააკაშვილი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
- დოკუმენტის ტიპი
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- დოკუმენტის ნომერი
- 524
- მიმღები ორგანო
- საქართველოს პრეზიდენტი.
- მიღების თარიღი
- 2007-09-14
- გამოქვეყნების თარიღი
- 2007-09-17
- სარეგისტრაციო კოდი
- 140.010.000.08.002.004