„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
517
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-13
სარეგისტრაციო კოდი
120.140.000.08.002.004
„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №517

2007 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებულებაში (სსმ III, №146, 2005 წ., მუხ. 1628) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესის (დანართი 2) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია