„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
513
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-11
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.08.002.004
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №513

2007 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 508) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასულ მოძრავ ნივთზე, სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ნივთზე, აგრეთვე რეალიზაციას დაქვემდებარებულ იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ნივთზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულ საქონელზე, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ მოძრავ ნივთზე, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ ნივთზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებულ მერქნულ რესურსებზე, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებულ მერქნულ რესურსებზე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია