საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №512
2007 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებისა და „ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №280 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულება;
ბ) „ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №280 ბრძანებულება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი