„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
511
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-04
სარეგისტრაციო კოდი
480.420.000.08.002.004
„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №511

2007 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2007 წლის 19 ივნისს ქ. ბაქოში ხელმოწერილი შეთანხმება „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის სამდივნოს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია