„ტექნიკური რეგლამენტის „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ნოემბრის №168 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
97
მიმღები ორგანო
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი
2010-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-30
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.014558
„ტექნიკური რეგლამენტის „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ნოემბრის №168 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კო დი 300.160.070.47.052.014.558

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

 უფროსის ბრძანება №97

2010 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ნოემბრის №168 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ნოემბრის №168 ბრძანებასა (სსმ III, 20.11.2008 წ., №165, მუხ. 1667) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „გაფრენისწინა შემოწმების წესი“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და  „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თე-ბერვლის №1/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“. 

    მუხლი 2.

  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიჭინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია