საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
493
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2016-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 11.07.2016, №164)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №493

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).

2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: ნოქალაქევის ნაქალაქარს (სოფ. ნაქალაქევი) და შხეფის ციხის კომპლექსს (სოფ. ძველი სენაკი).

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია