საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექ­ტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
491
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2016-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექ­ტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 11.07.2016, №164)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №491

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესა­ბამი­სად, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გო­ნიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).

2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – გონიო-აფსაროსის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტო­რიას.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამო­სილი პირის დანიშვნა;

ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავ­შირე­ბით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძა­ლისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია