„აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახე­­ლობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის და­წესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შე­სახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
488
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-31
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.08.002.004
„აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახე­­ლობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის და­წესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შე­სახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №488

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის პრეზიდენტის სტიპენდიის დაწესებისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითა­რების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტისათვის აკადემიური და სამეცნიერო კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზ­ნით:

1. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამ­ხრეთ ოსეთის ალ. თიბილოვის სახელობის უნივერ­სიტეტის კურსდამთავრებულთათვის საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით სწავლის უზრუნველსაყოფად დაწესდეს პრეზიდენტის სტიპენ­დიები.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზი­დენტის სტიპენდიების გაცემის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ა. ალექსიშვილი) წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენ­ტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 197 200 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი.

3. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართვე­ლოს სახელმწიფო მინისტრმა დ. ბაქრაძემ საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალის­წინებული პრეზიდენტის სტიპენდიების შესახებ ინფორ­მაციის გავრცელება.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული უნივერსიტეტების კურს­დამ­თავრებულთა განაცხადების მიღება, სტიპენდიატთა შერჩევა, მათი საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სა­გან­­მანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირება, პრეზი­დენტის სტიპენდიების გაცემა და სტიპენდიების გაცემასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების გან­ხორ­ციელება.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია