„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
23/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-20
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014519
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.519

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის      

 ბრძანება №23/ნ

2010 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 16 ოქტომბრის №58 დადგენილების პირველი მუხლის 33-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში (სსმ III, 19.10.2007წ., №146, მუხ. 1642)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანდართული წესდება.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდება“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია